Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტი-,,როგორ გავალამაზოთ ჩვენი სკოლის ეზო".

 ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტით  სწავლების  ძლიერ მხარეს:მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სწავლების პროცესში,დამოუკიდებლად იძიებენ ინფორმაციებს,ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე-ფასილიტატორი.მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნიის უნარ-ჩვევები.მაღალი დონის სააზროვნო უნარები.კურსის გავლის შემდეგ გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს დავალებების ადვილად შესრულებაში.ტრენინგის მსვლელობის დროს შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი,რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.

Saturday, June 25, 2016

მერვე დგე

მეექვსე და მეშვიდე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით:1.ჩავრთო მოსწავლეები 3 ტიპის დიფერენცირებულ სწავლებაში.გავეცანი დიფერენცირეულ მიდგომებს და პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.პროექტური სწავლების დროს მოსწავლე უნდა იყოს დამოუკიდებელი მსწავლელი.უნდა შეძლოს მოსწავლემ საკუთარი უნარ-ჩვევების რეგულირება.

Friday, June 24, 2016

მეშვიდე დღე



მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის საშუალებით შევაფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.გავარკვიე თუ როგორ ავითარებს მოსწავლე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მაღალ სააზროვნო უნარებს.შევქმენი მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა.

Sunday, June 19, 2016

მესამე დღე


მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესში.შევიტანე პრეზენტაცია და პუბლიკაცია ჩემს ბლოგზე. ვისწავლეთ განმავითარებელი კომენტარების წერა რუბრიკების საშუალებით,შევაფასეთ ერთმანეთის  მიზნები და ამოცანები.გავეცანით როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.

Saturday, June 18, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.გავეცანი შეფასების 5 სტრატეგიას.ამ 5 სტრატეგიაში ჩადებული მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო მოსწავლეების უნარ-ჩვევების ,ცოდნის შესაფასებლად.მთელი პროექტის განხორციელების მანძილზე მოსწავლეებს ვაფასებ 5 მიმართულებით.ეს მიმართულებებია:1.მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.
                                  2.წახალისების თვითრეგულებადი სწავლისა და თანამშრომლობის შეფასება.
                                  3.პროგრესის მონიტორინგი.
                                  4.გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება.
                                  5.გაგებისა  და უნარების დემონსტრირება.

შევქმენი სლაიდ-შოუ პროექტის პრეზენტაციისათვის.

Sunday, May 29, 2016

მე-2 დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების  დაგეგმვის პროცესში.პროექტი დაიგეგმოს წინასწარ,შეიქმნას პორტფოლიო.მასწავლებელი არის გეზის  მიმცემი,მოსწავლეები აქტიურები  არიან.განუვიარდეთ  მაღალი სააზროვნო უნარები.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.